სიყვარულის სამკუთხედი

სიყვარულის სამკუთხედი მიუთითებს რომანტიულ ურთიერთობაზე სამ ადამიანს შორის. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს ორი ადამიანიც, რომლებიც დამოუკიდებლად რომანტიულად მესამე ადამიანთან არიან დაკავშირებული, მაგრამ, როგორც წესი, ამ სამკუთხედში სამივე ადამიანს გარკვეული ურთიერთობა აქვს დანარჩენ ორთან. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრობა, რომანტიული, ძმური/ნათესაური, ან კიდევ მტრული.

ტერმინი “სიყვარულის სამკუთხედი” ყოველთვის გულისხმობს, რომ ამგვარი ურთიერთობა მიუღებელია სამიდან ერთ-ერთისთვის მაინც. როგორც წესი, ამგვარი ურთიერთობა მონოგამიის კონტექსტში გაიაზრება, რომლის, როგორც კულტურული ნორმის, ზეგავლენით სიყვარულის სამკუთხედი განწირულია არასტაბილურობისთვის.

იმ შემთხვევაში, როდესაც სამი (ან მეტი) მონაწილე თანახმაა სასიყვარულო, ინტიმურ ურთიერთობაზე, მას პოლიამორულს უწოდებენ და ამგვარ ურთიერთობას, ანტაგონიზმის არარსებობის გამო, აღარა აქვს კავშირი სიყვარულის სამკუთხედის ცნებასთან.

ფრანგული ტერმინი “ménage à trois” სხვაგვარ ურთიერთობაზე მიუთითებს და სიყვარულის სამკუთხედს არ ნიშნავს.

სიყვარულის სამკუთხედი ძალზე პოპულარული თემაა მხატვრულ ლიტერატურაში და ხელოვნებაში, მათ შორის რომანებში, ოპერებში, რომანტიულ კომედიებში და პოპულარულ მუსიკაში.

ყველაზე განთქმული მაგალითი ინგლისურ ლიტერატურაში სიყვარული სამკუთხედის იყო მეფე ართურის, დედოფალი გინევერისა და მრგვალი მაგიდის რაინდის სერ ლანსელოტის ურთიერთობა. ლანსელოტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ინგლისში ართურის სამეფო კარზე და საკუთარი გამჭრიახობით მალე მეფის ყველაზე ახლო მოკავშირე და მეგობარი გახდა. თუმცა ლანსელოტი გინევერით მოიხიბლა და ეს უკანასკნელი, თუმცა ართურიც გულწრფელად უყვარდა, ლანსელოტს დანებდა. დედოფლის ერთგულების გატეხვა ღალატის ტოლფასი იყო და ამ ურთიერთობას კამელოტის ჯანყი და ინგლისის დაყოფა მოჰყვა.

About sherlockedmary

i'm just a student,born in 1993 25 november,live in georgia,study math at university Tsu ,dancing is my hobby,love karaoke music too.My dream is to be a millionaire and just travel around the world.Thank you <3<3<3
This entry was posted in ეროსი (სიყვარულის ღმერთი ). Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი