***********

                          ***

ადრე რომ გეკითხათ გეტყოდით ურთიერთობის სიმყარეს ვერაფერი დაარღვევს და თუ ძლიერია სამუდამოდ იარსებებს -მეთქი,მაგრამ ეხლა მივხვდი რა დიდ სისულელეს ვამბობდი,არა სისულელე არ იყო :დ (აი კიდევ ვამართლებ ,ისევ J)უბრალოდ როცა პატარა ხარ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ,ყველაფერი ისე გგონია,როგორც გინდა ,რომ იყოს ,სინამდვილეში…… 😦  სინამდვილეში, სრულიად უმწეო, რამდენიმე წელიწადში რეალობის სისასტიკეს ეჯახები და მშველელი არავინაა,ვერავის ენდობი,ვერავის სთხოვ დახმარებას,რადგან  მტკიცე უარს მიიღებ,ან სულაც, არავის ეტყვი ,იმიტომ ,რომ იცი ,მაინც ვერავინ გაგიგებს…და აღარ გაქვს სურვილი, ვინმეს შენი სულის წიგნი  წააკითხო,ამდენმა იმედგაცრუებამ საკუთარ სულში ჩაგკეტა,შენივე გრძნობათა მორევში ჩაგაგდო და  გზააბნეული ფიქრების კოშკში დაგამწყვდია…

როცა პატარა ვიყავი ყველაფერი ლაღი და უდარდელი მეჩვენებოდა,ვკითხულობდი ზღაპრებს,მჯეროდა კონკიას და უფლისწულის სიყვარულის, მეგონა ბოროტი დედინაცვალი შეიცვლებოდა,მჯეროდა კეთილი ფერიების,მეგონა წრფელი ცრემლი გაყინულ გულს გაათბობდა,მაგრამ თურმე ვცდებოდი; კონკია კონკიად დარჩა,ბოროტი დედინაცვალი კი არ დაისაჯა ,პირიქით,წარმატებას მიაღწია,არც ფერიები გამოჩენილან საიდანმე…ერთადერთი რაც უცვლელი დარჩა ბავშვური ფანტაზიები და ილუზიებია….

მე მინდა ყველაფერი კარგი იყოს ,ისევ მჯერა რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს,ველოდები ,როცა, კონკია შეხვდება თავის პრინცს და ბოროტება მათ ვერაფერს დააკლებს, ისევ მჯერა, რომ ცხოვრება ტკბილია( მიუხედავად იმისა,რომ ყოველი ახალი ნაბიჯი,ახალი ტკივილის დასაწყისია ), ისევ მჯერა მარადიულობის,მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი წარმავალია, მჯერა უკვდავი სულის ,თუმცა გარშემო უამრავი ადამიანია ,მკვდარ სულს რომ დაატარებს,მჯერა სამართლიანობის,მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი სიცრუეა,ჩვენით ჩათვლით ….

…და მაინც მიკვირს, რატომ ვებღაუჭებით სიცოცხლეს,რატომ ვერ ვთმობთ მას ,რატომ გვიჭირს ცხოვრებისთვის უარის თქმა, ის ხომ ასეთი სასტიკია ,მილიონში ერთი პატარა სიხარული თუ გამოანათებს და ის უკვე ჩვენთვის ახალი სუნთქვის ,ახალი სიყვარულის,ახალი სურვილის ნაპერწკალია.მაინც როგორ გვიყვარს ცხოვრება?!

ყოველდღე იმდენს ვკარგავთ,იმის მაგივრად, რომ რაიმე შევმატოთ ჩვენს უაზრო ცხოვრებას,იმის მაგივრად, რომ გავალამაზოთ ჩვენი სამყარო,მხოლოდ ბოროტებასა და სიძულვილს ვთესავთ.ყოველდღე ვკარგავთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ,ისე რომ ამას ვერც ვამჩნევთ,არადა ამ სამყაროში ერთადერთი რეალური ადამიანია,მიუხედავად მისი რთული ბუნებისა ,მაინც  მხოლოდ მას შუძლია, რაიმე ღირებული გააკეთოს,ამის მაგივრად კი- მხოლოდ ბოროტებას და სისასტიკეს .

ალბათ ყველას გაუკვირდება მაგრამ დამღალა ამ უაზრო ცხოვრებამ,როცა გინდა რომ გააკეთო ,რაღაც კარგი, სასიკეთო,მაგრამ ის არავის არ სჭირდება ,გინდა რომ უშველო ,როცა ხედავ რომ ყველაფერი თავზე გენგრევა მაგრამ ხელს ჩაიქნევ და დაიძინებ ,მაინც დასანგრევიაო ყველაფერი -იტყვი L

გინდა დაეხმარო ,იხარჯები ,ეხმარები და იმავე წამს ხედავ ,რომ შენს გარჯას ფუჭად ჩაუვლია,არ ჭირდება დახმარება ,მას ისევ იმ წუმპეში ურჩევნია ცხოვრება..ან თუ ამოათრევ ,გსაყვედურობს და ისევ იმ წუმპეში ეშვება..

აბა, როგორ გინდა, გული არ დაგწყდეს,გული გტკივა ,უმძიმეს ლოდს გიგდებენ სულში და ხვდები რომ არ ღირს …მაგრამ რა უნდა ქნა ?სად წახვალ ყველგან იმავეს შეხვდები?

მინდა პატარა კუნძილზე ვცხოვრობდე,იქ სადაც ადამიანები არ იქნებიან,მინდა ერთი პატარა სამყარო მქონდეს ჩემი საყვარელი წიგნებით სავსე, ვიჯდე საათობით ჰამაკში და ჩემს ახალ მეგობრებთან,ჩემ საყვარელ პერსონაჟებთან ერთად, წიგნის სამყაროში ვიმოგზაურო ,მინდა იქ ვიყო, სადაც ოცნებას არავინ დამიშლის ,შევიქმნი ჩემს პატარა ლამაზ და კეთილ სამყაროს ,სადაც შური და ბოროტება არ არსებობს,მხოლოდ სიყვარული და სითბოა :* გადის დრო და უფრო კარგად მესმის მწუხარე სახის რაინდის,ვხვდები, რატომაც ებრძოდა ქარის წისქვილებს,კარგად მესმის ,ალბათ ,იმიტომ, რომ ჩემს თავს მაგონებს ! ადამიანს ,რომელიც ამ შეშლილ სამყაროში ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა.

მე ვინატრებბდი იცი რას?! პატარა კუნძული და ჩემი ლამაზი სამყარო ხომ უკვე ვინატრე,არა,არა…..მე ვისურვებდი ყველა ჩემნაირი ადამიანის გაცნობას და მათთან ერთად ჩვენი ოცნებების ფრთაშესხმას….

 

mari gamsakhurdia 🙂 

 

 

About sherlockedmary

i'm just a student,born in 1993 25 november,live in georgia,study math at university Tsu ,dancing is my hobby,love karaoke music too.My dream is to be a millionaire and just travel around the world.Thank you <3<3<3
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი