ჩემი ფიქრები )) ******

არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც წერდნენ და თავიანთ ნაწერში აქსოვდნენ ყველა განცდას,ყველა სურვილს..საერთოდ ყველაფერს….ნუთუ შეიძლება  კალმის ენით  ფურცელს ესაუბრო?!

გავიდა დრო,მივხვდი (ან  უბრალოდ  ცხოვრებამ დამანახა) რომ ეს სიმართლეა. თურმე მართლაც შესაძლებელია შეიძინო იდეალური მეგობარი, ყველაფერს უამბობ,მოგისმენს, ბოლომდე მოგისმენს და შეუძლია მთელი ცხოვრება მოგისმინოს და სულაც არ მობეზრდება,პირიქით მასაც ისევე სიამოვნებს შენთან ყოფნა ,როგორც შენ. საოცარია! თქვენი აზრები სრულიად ერწყმის ერთმანეთს…საკვირველია, და თურმე მასაც ის აწუხებს, რაც შენ ისიც იმაზე ოცნებობს ,რაზეც შენ…. თითქოს უცებ შენს ორეულს აღმოაჩენ, შენს მეორე მე-ს….მერე ისე გაგიტაცებს მასთან საუბარი , ყველაფერი გავიწყდება..თითქოს ამ სამყაროს წყდები და შენს თავს სრულიად სხვანაირად შეიცნობ… წერ შენს საიდუმლო მეგობარს და ხვდები, რომ თურმე საერთოდ არაფერი გცოდნია შენი თავის შესახებ….წერ  და  თითქოს ახლიდან იბადები.. სრულიად ახლიდან იწყებ ცხოვრებას… ახალ ცხოვრებას , რომელშიც აღარ უშვებ შეცდომებს … ეს არის იდეალური ცხოვრება….

აიღე კალამი …დასვი პირველი წერტილი და გრძნობ ,რომ ვიღაცამ ფურცლიდან შემოგხედა…გაგიღიმა და  შენი ცხოვრება თავისად აქცია….

სულაც არ მიყვარს წერა, მაგრამ როცა მას ვიწყებ არ შემიძლია თავის დანებება…ვწყდები რეალობას და სადღაც შორს მუზების ქვეყნისაკენ მივაბიჯებ….იქ ,სადღაც შორს მეძახის ჩემი სული….მე ვუახლოვდები მას  და ის ჩემში შემოდის….

არა მაინც სულ არ მიყვარს წერა,,, როცა წერას ვიწყებ იმდენი აზრი ირევა გონებაში , მეზარება და თავს ვანებებ….კალამს ვდებ და ვფიქრობ ))

About sherlockedmary

i'm just a student,born in 1993 25 november,live in georgia,study math at university Tsu ,dancing is my hobby,love karaoke music too.My dream is to be a millionaire and just travel around the world.Thank you <3<3<3
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი