WITS OLYMPICS!

გ  ი   წ   ვ   ე   ვ   თ              მე-2 – დან მე-12  კლასის მოსწავლეებს !!!

პირველად საქართველოში! ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების მხარდაჭერით ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა იწყება!

ოლიმპიადა WITS-ის საშემოდგომო სეზონი გაიმართება ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს II-დან XII კლასის ჩათვლით

აქციეთ თქვენი ცოდნა რეალურ შესაძლებლობად და მიიღეთ საუკეთესო საჩუქრები საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში

ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის მოწმობა!

გამოვლინდება საუკეთესო შედეგების მქონე სკოლები, მასწავლებლები და რესურს ცენტრები, რომლებიც ასევე დაჯილდოვდებიან.

პრიზები:

❉ 10 დღიანი სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში;

❉ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა სრული დაფინანსებით, ბულგარეთსა და გერმანიაში; დელეგაცია დაკომპლექტდება IX-დან XII კლასის ჩათვლით  WITS-ის სასკოლო ოლიმპიადების შემოდგომის სეზონის გამარჯვებულებისგან მათემატიკაში.

WITS-ის გამარჯვებულები ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან,რომელიც 2015 წლის მარტში ბულგარეთში გაიმართება.დელეგაციას უხელმძღვანელებს მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც შეირჩევა ყველაზე აქტიური და წარმატებული სკოლიდან ოლიმპიადის შედეგების მიხედვით.

❉ Apple-ის ტექნიკა;

❉ სპეციალური პრიზები მხარდამჭერებისაგან;

❉ მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.

ტესტების შედგენის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ეროვნულ, თუ საერთაშორისო საგამოცდო ტესტებზე მუშაობის გამოცდილება

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 2014 წლის 15 ნოემბრამდე. ოლიმპიადაში მონაწილეობის სარეგისტრაციო ღირებულება:

❉ ინგლისური ენა – 10 ლარი;

❉ მათემატიკა – 10 ლარი;

❉ კომბინირებული – 15 ლარი;

❉ II და III ტურში მონაწილეობა უფასოა.

მათემატიკის ტესტები თარგმნილია როგორც რუსულ ასევე აზერბაიჯანულ ენაზე.

რეგისტრაციისათვის საქართველოს ბანკში ჩარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშზე: GE52BG0000000853945000

გადახდის დროს დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მონაწილის სახელი და გვარი, სკოლა, კლასი, საგანი, საკონტაქტო ნომერი. ოლიმპიადის დღეს უნდა წარადგინოთ გადახდის ქვითარი.

მონაწილეობის მოწმობის გამოყენებით მოსწავლეები გაზაფხულის სეზონზე ოლიმპიადაში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას!

ოლიმპიადის რეგიონალური ტური გაიმართება 30 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორებს:

+995 593 58 78 68

+995 555 55 63 08

+995 595 09 57 11

გთხოვთ, გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.

About sherlockedmary

i'm just a student,born in 1993 25 november,live in georgia,study math at university Tsu ,dancing is my hobby,love karaoke music too.My dream is to be a millionaire and just travel around the world.Thank you <3<3<3
This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი