Category Archives: ფსიქოლოგია

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი —- ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს და ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ხშირად, მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება. დაავადებას ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა, როგორცსამედიცინო მდგომარეობა. გამომწვევი მიზეზები [რედაქტირება] სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. გამოკვლევების … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

აჰასფერის სინდრომი

აჰასფერის სინდრომი (იგივე აღასფერის სინდრომი) ახასიათებს ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას. სინდრომი არ წარმოადგენს ორგანოპათოლოგიას და მასში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას, ოღონდაც დაარწმუნოს მკურნალი მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაში და დაიკაყოფილოს ამა თუ იმ მედიკამენტისმიღების მოთხოვნილება, … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ალისა საოცარ ქვეყანაში (სინდრომი)

ალისა საოცრებათა ქვეყნის უცნაურ პერსონაჟებს შორის, ილუსტრაცია, პეტერ ნიუელი, 1890. ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ანუ თოდის სინდრომი ხასიათდება ქრონიკული თავის ტკივილით, გარემოსა და დროის ილუზიური აღქმით (დისორიენტაციით), სხეულის შეგძნების დარღვევით (მიკროფსია ან მაკროფსია), ფსიქო-სენსორული ცვლილებებით, დეპერსონალიზაციით. უმთავრესად ვლინდება აურის სახით დაავადების პროდრომულ პერიოდში. … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ტემპერამენტის ტიპები

ოთხი ტემპერამენტის გამომსახველი მარტივი ნახატები (ზედა მარჯვენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით:ქოლერიკი, მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი) ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური. ტემპერამენტთა კლასიფიკაცია … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი

მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი (MBΤΙ) — პიროვნების საკვლევი კითხვარი, რომელიც შეიქმნა 1940-იან წლებში კეტრინ ბრიგსის და მისი ქალიშვილის იზაბელ ბრიგს მაიერსის მიერ. იგი ეფუძნება იუნგის თეორიულ მოდელს და იკვლევს პიროვნებას შემდეგი განზომილების მიხედვით: ექსტრავერსია – ინტრავერსია (E-I) შეგრძნება – ინტუიცია (Ѕ-N) გრძნობა – აზროვნება (F-Τ) განსჯა-პერცეფცია … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | Tagged | დატოვე კომენტარი

რეფლექსები

რეფლექსი (ლათ. reflexus – ასახვა ) — ეწოდება ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გამღიზიანებელზე, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემაახორციელებს და აკონტროლებს. რეფლექსები თანდაყოლილი ქცევის ფორმებია და ისინი ახალშობილს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებიან. რეფლექსის სახეები  სუნთქვის რეფლექსი – სუნთქვა აირთა ცვლის პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი ითვისებსჟანგბადს და ნახშიროჟანგს გამოყოფს. სუნთქვის რეფლექსი თანდაყოლილია და ყოველგვარი ძალდატანებისა … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ბიჰევიორიზმი

ბიჰევიორიზმი (ინგ. Behaviorism, სიტყვასიტყვით ქცევათმეცნიერება) წარმოადგენს ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე – სტიმულირებაზე. ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს ჯონ უოტსონის (1878–1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიაში “ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით” გამოიყენეს რა პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა, ბიჰევიორისტები … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ჰიპნოზი

რიხარდ ბერგი – ჰიპნოზის სეანსი ჰიპნოზი (ძვ.-ბერძნ. ὕπνος – ძილი) — ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელი ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ძილი მასში საერთოდ არ მონაწილეობს. ჰიპნოტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მომატებული შთაგონებადობით ხასიათდებიან ჰიპნოტიზიორის შთაგონების მიმართ. ისინი გრძნობენ, რომ … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ფერის ფსიქოლოგია

ფერის ფსიქოლოგია ფერთა ფსიქოლოგია რა ფერებით ხატავს თქვენი ბავშვი? ადამიანი უძველესი დროიდან ანიჭებდა ფერს სიმბოლურ მნიშვნელობას. მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდიკა ,, ფერადი ბავშვები”, რომლის თანახმადაც ბავშვის ხასიათის გამოვლენა შეიძლება იმ ფერების მიხედვით, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირედ იყენებს ხატვის დროს. ასევე … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი

ფიდლერის მოდელი

ფიდლერის მოდელი — ლიდერობის თეორია ინდუსტრიულ და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომელიც წარმოადგინა ფრედ ფიდლერმა (დაიბადა 1922 წ.),იგი იყო ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, რომელიც დაეხმარა ამ სფეროს გადასულიყო ლიდერის თვისებების და პიროვნული მახასიათებლების შესწავლიდან მათი ქცევის და ლიდერობის სტილის შესწავლაზე.ეს მოდელი მიზნად ოპტიმალური ლიდერობის … Continue reading

Posted in ფსიქოლოგია | დატოვე კომენტარი