მუზა …

ბევრი ვიბრძოლეთ მე და მუზამ. დილის 8 საათიდან 1 -ელ საათამდე , მაგრამ მაინც არ დავთმე. მანამ ვეჭიდავე სანამ გულდან არ ამოვარდა მელოდია..და აი უკვე 2 ის წუთებზე, ვიგრძენი როგორ მოიქანცა და დაესვენა პიუპიტრთან ..

და, აი, მაშინ მივხვდი , რატომ მტკიოდა გული დილიდან, რატომ მერეოდა განწყობა და ფიქრები.. და ეს ტკბილი ბგერები ნაზად გადავიდა კლავიშებზე, ადუდუნდა პიანინო. და მივხვდი , რომ ეს იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი, და რომლის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.

არ არსებობს იმაზე მღელვარე და უტკბესი განცდა, როცა ქმნი და მისით ტკბები.და მე მას ვუწოდე “ბედთან ჭიდილი”. ბობოქარი და ამავდროულად სევდიანი… როგორ ჩემი ცხოვრება.. მალი-მალ პაწია გამონათებებით , აღმასვლებით და შემდეგ მწარე დანარცხებით. ფიქრების შემოტევით და მძიმედ თავის არიდებით.

About sherlockedmary

i'm just a student,born in 1993 25 november,live in georgia,study math at university Tsu ,dancing is my hobby,love karaoke music too.My dream is to be a millionaire and just travel around the world.Thank you <3<3<3
This entry was posted in მე ვწერ მხოლოდ თქვენთვის :*****. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი